თავდასხმა ბალდის მცველებზე - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი პირი
ბალდის საპროტესტო კარავს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ - ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეები ავრცელებენ.
გიგა ბექაურის თანახმად, კარავში სანადირო თოფით და დანებით შევიდნენ. აქტივისტის მტკიცებით, დაჭრილია მოძრაობის ერთი წევრი.
ბალდის კარავში სანადირო თოფით და დანებით შევარდა ინვესტორი კომპანიის ორი "სპიკერი", რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუთარ ვიდეოში ჰყავდათ გამოყვანილი და პროტესტის მონაწილეები სასიკვიდლოდ გაიმეტა. დაჭრილია მოძრაობის ერთი წევრი, რომელიც საავადმყოფიშია გადაყვანილი. საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდამსხმელები თავად კარავში შეკრებილებმა გაანეიტრალეს, პოლიციის მოსვლამდე.
ბალდაში ხალხი უკვე წელიწადია კანიონს
იცავს, სოფლის
სუფთა მდინარეს იცავენ რომ ინვესტორმა არ დაისაკუთროს!"- დაწერა გია ბექაურმა.
"ტვ პირველი" დეტალებს არკვევს.