ევროკავშირის სიმბოლიკის შეურაცხყოფა დასჯადი გახდება, პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს

21.07.21 13:57
ევროკავშირის სიმბოლიკის შეურაცხყოფა დასჯადი გახდება, პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს

ევროკავშირის სიმბოლიკის შეურაცხყოფა დასჯადი უნდა გახდეს, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, საკუთარ კაბინეტში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა. 

საუბრის მთავრი თემა ბოლო დროს განვითრებულ მოვლენებთან ერთად ადმინისტრაციულ კოდექსში შესატანი ცვლილებები იყო. წინასწარი ინფორმაციით,  კანონი იმ პირების მიმართ გამკაცრდება, ვინც ადმინიტრაციულ შენობებზე განთავსებულ სტატეგიული პარტნორების სიმბოლიკას დააზინებს.

მსჯელობა შეეხებოდა იმ ფაქტს, რაც მოხდა პარლამენტის შენობის წინ - ევროკავშირის დროშის ჩამოხევა და დაწვა და რა უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნული ვანდალური აქტი მომავალში დაუსჯელად არ განხორციელდეს. ისევე როგორც სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა ისჯება კანონით, ანალოგიური იქნება ევროკავშირის სიმბოლიკების მიმართაც - აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა ,,ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სიმბოლიკებთან ერთად ევროკავშირის სიმბოლიკის დაწვა, ან დაზიანება კონკრეტულ სანქციებს, მათ შორის ფულად ჯარიმებსაც, ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები