რევოლუციის ახალი სცენარი ლილუაშვილის უწყებიდან - რა თქვა კომიტეტის სხდომაზე სუსის უფროსის მოადგილემ
პარლამენტში მისული სუსის უფროსის მოადგილე ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყნაში ხელისუფლების დასამხობად რევოლუცია და ამბოხება იგეგმებოდა. გაერთიანებული კომიტეტი საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
სუსის ხელმძღვანელის მოადგილე კომიტეტზე ამტკიცებდა, რომ 2023 წელს ქვეყანაში გადატრიალებას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გეგმავდნენ, რომლებიც ხელისუფლების დამხობას ქვეყნის შიგნით კონკრეტული მოქალაქეების მონაწილეობით ცდილობდნენ, თუმცა სუსმა ის აღკვეთა.
ამის მიუხედავად, არც მოხსენებაში და აც ანგარიშში არ კონკრეტდება სახელმწიფო, რომელიც, სუსის მტკიცებით, ქვეყანაში არეულობას ცდილობდა. არ არის გაცხდადებული არც ამ პროცესშ მონაწილე არცერთი პირის ვინაობა.
2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობებს. საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. უსაფრთხოების გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში წარმოებული ღონისძიებები, ხოლო ფარული ოპერაციებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში, ისე საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, სხვადასხვა სახის ჯგუფების, საგანმანათლებო დაწესებულებების და ფონდების სექტორის წარმომადგენელთა შესაძლებლობები.
აღნიშნული პროექტების საშუალებით უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები ცდილობდნენ საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის და იდეოლოგიის პროპაგანდას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას. ასევე დაფიქსირდა მათ მიერ კონტროლირებადი ჯგუფების კონსოლიდაციისა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობები.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცალკეული ღონისძიებების ჩატარების მცდელობები. დადგინდა მათი ინტერესები, მიზნები და ამოცანები. მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით კანონიერების შესაბამისად გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, - თქვა ალექსი ბატიაშვილმა.
ალექსი ბატიაშვილი ასევე ირწმუნებოდა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ქვეყანაშ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და ქვეყნის იმიჯის შელხვას ცდილობდნენ, რათა ქვეყანას კურსი შეეცვალა.
ამ შემთხვევაშიც უცნობი დარჩა, რომელ ქვეყანაზე იყო საუბარი.
2023 წელს განსაკუთრებულად გაზრდილი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში იღებდა ყველა შესაძლო ზომას, რათა მოეხდინა პრევენცია და აღეკვეთა სხვადასხვა დესტრუქციული ელემენტების მიერ ე.წ. რბილი ძალის ფარული ოპერაციების და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერსების დასაზიანებლად წარმოებული ღონისძიებები.
2023 წელს საინფორმაციო ომის ფარგლებში სხვადასხვა ძალების მიერ წარმოებული კამპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეფერხება, სტრატეგიულ პარტნიორებთან მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანება, საქართველოს, როგორც დემოკრატიული დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების გაზრდა, ასევე საზოგადოებაში პოლარიზაციის დონის ამაღლება.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ასევე სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ სივრცის გამოყენებით მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა, - თქვა სუსი უფროსის მოადგილემ.
არსანიშნავია, რომ პარლამენტში 12:00 საათზე სესია დაიწყება, სადაც უწყების წლიურ ანგარიშს უკვე სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.