რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისე ქალს, რუსუდან ივანეიშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
"შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობა"- ეს არის ბრალდება, რომელსაც პუტინის სასამართლო საქართველოს მოქალაქეს ედავება.
პროპაგანდისტული TASS-ის ცნობით, ქალი 28 წლის საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს მონაწილეობდა ავღანეთში NATO-ს ოპერაცია "გადამწყვეტ მხარდაჭერაში". რუსული მედია ირწმუნება, რომ 2022 წელს ივანეიშვილი ქართულ ლეგიონში გაწევრიანდა.