რომელი ქვეყნები ან ვინ აპირებს ხელისუფლების დამხობას? - სუსის უფროსის მოადგილე კითხვას არ პასუხობს

12.06.24 13:25
რომელი ქვეყნები ან ვინ აპირებს ხელისუფლების დამხობას? - სუსის უფროსის მოადგილე კითხვას არ პასუხობს

რომელი ქვეყნები ან ვინ აპირებს ხელისუფლების დამხობას - სუსის უფროსის მოადგილე კითხვაზე პასუხს არ აკონკრეტებს. ამასთან, ალექსი ბატიაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთს და დასავლელ პარტნიორებს ერთ სიბრტყეზე არ აყენებს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში, თქვენ ალბათ, წაიკითხეთ ეს ანგარიში, იქ არის ძირითადად იმ საფრთხეებზე, მიმდინარეობაზე, ტენდენციებზე საუბარი. კონკრეტული სახელმწიფოები არ არის დასახელებული, არც მეგობარი და არც მტრული. 
არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებთ ერთ სიბრტყეში, ოკუპანტი ოკუპანტია, მეგობარი მეგობარია, მაგრამ თქვენ მკითხეთ კონკრეტულ საქმეზე, ამ საქმეში გამავალ პირებზე თუ ქვეყნებზე, დაინტერესებაზე და მე ამაზე გიპასუხეთ, რომ აქ კონკრეტიკაში ვერ შევალ, - ამბობს ბატიაშვილი.

 

პარლამენტში მისული სუსის უფროსის მოადგილე დღეს ისევ ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად რევოლუცია და ამბოხება იგეგმებოდა. ამის შესახებ ალექსი ბატიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა. 

მსგავსი სიახლეები