სანახაობას არ ვაწყობთ, ჯაშუშების დაკავება ჩვენი მიზანი არ არის - ბატიაშვილი

12.06.24 13:38
სანახაობას არ ვაწყობთ, ჯაშუშების დაკავება ჩვენი მიზანი არ არის - ბატიაშვილი

სუსის უფროსის მოადგილე ირწმუნება, რომ უწყების მიზანი ჯაშუშების დაკავება არ არის. ალექსი ბატიაშვილი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა, მათი გამოვლენა და იდენტიფიცირებაა. 

რაც შეეხება ჯაშუშობაში ბრალდებულ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც გასულ წელს სუსში გამოკითხეს, ლილუაშვილის მოადგილე ამბობს, რომ ფარცხალაძემ გამომძიებლებს იგივე ჩვენება მისცა, რის შესახებაც საჯაროდაც ისაუბრა. ამასთან, ბატიაშილის თქმით, აღნიშნულზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს და ის არ დახურულა. 

კონტრდაზვერვითი ღონისძიებების  მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გასაზღვრული მოქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ. სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, არის გამოვლენილი ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში. იყო ბატონი ფარცხალაძე გამოკითხვაზე და მან განაცხადა, ამის შესახებ განცხადებაც გააკეთა სუსმა, მან გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც საჯარო სივრცეში მისი მხრიდან. შესაბამისად, რაიმე ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების მიერ ამ ეტაპზე ჯერჯერობით მოპოვებული არ არის, - ამბობს სუსის უფროსის მოადგილე. 

პარლამენტში მისული სუსის უფროსის მოადგილე დღეს ისევ ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად რევოლუცია და ამბოხება იგეგმებოდა. ამის შესახებ ალექსი ბატიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა.  

მსგავსი სიახლეები