მშვიდობაში მოახმაროს ოპოზიციას! - ბეჟან წაქაძე ზურაბიშვილის მეორე ვადით შესაძლო გაპრეზიდენტებაზე

12.06.24 15:30
მშვიდობაში მოახმაროს ოპოზიციას! - ბეჟან წაქაძე ზურაბიშვილის მეორე ვადით შესაძლო გაპრეზიდენტებაზე

 მშვიდობაში მოახმაროს ოპოზიციას, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი ბეჟან წაქაძე პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ შესაძლოა პრეზიდენტობაზე კენჭი მეორე ვადით იყაროს. 

მშვიდობაში მოახმაროს ოპოზიციას პრეზიდენტი. არაა პრობლემა, იყოს, ჩაუდგეს სათავეში, სწორი გადაწყვეტილებაა, დააყენონ პრეზიდენტად, მაგრამ ვერ მიიღებს, - ამბობს წაქაძე. 

 

ამასთან, ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი შესანიშნავი პრეზიდენტი იქნებოდა. დეპუტატი ამტკიცებს, რომ ივანიშვილს ქვეყანა უყვარს და სალომე ზურაბიშილივით "ფოჩიან კამფეტებზე" გაყიდული არ არის. 

შესანიშნავი! ყველა თანამდებობაზე იქნებოდა ბრწყინვალე, იმიტომ, რომ ქვეყანა უყვარს. ქვეყნის სიყვარული გაგაკეთებინებს ძალიან ბევრ რამეს. იმასაც აკეთებინებს თუნდაც ბიძინას, რასაც აკეთებს, ამიტომ ასეთი ადამიანები სჭირდება ქვეყანას და არა ფოჩიან კამფეტებზე გაყიდული, როგორიც სალომეა, - ამბობს ბეჟან წაქაძე.  

სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხვას მეორე ვადით საქართველოს პრეზიდენტად იყაროს კენჭი - "თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი გამიხარდება"  - უთხრა გუშინ ახალგაზრდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.  

მსგავსი სიახლეები