ზურაბიშვილი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი? - რას ამბობს ოპოზიცია
სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხვას მეორე ვადით საქართველოს პრეზიდენტად იყაროს კენჭი - "თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი გამიხარდება" - უთხრა გუშინ ახალგაზრდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
კონსტიტუციით ახლი პრეზიდენტი უკვე ხმოსნებმა უნდა აირჩიონ, რომლის ძირითადი ნაწილი საქართველოს პარლამენტის წვერი იქნება. ჩნდება კითხვა მზად არის თუ არა ოპოზიცია, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში გარანტირებულად მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ და გადამწყვეტ არჩევნების წინ გაჩნდება თუ არა პოლიტიკური პარტიების დაპირებებს შორის რომ მათი კანდიდატი პარლამენტში შესვლის შემდეგ ზურაბიშვილი იქნება.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ვითარებაში პროევროპული დღის წესრიგის კონსოლიდაციისთვის და ამიტომ შევუერთდით ქარტიას, რომელიც მისი ინიციატივა იყო. შესაბამისად, თუ იქნება საერთო შეთანხმება მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე ვფიქრობ, რომ "ლელო" იქნება მათ შორის, ვინც მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ევროოპტიმისტების" ლიდერი, ხატია დეკანოიძე მზად არის, სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადაც დაუჭიროს მხარი.
მისი თქმით, პრეზიდენტთან აუდიენციაზე პოლიტიკურ გეგმებზე სალომე ზურაბიშვილის საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
სალომე ზურაბიშვილს მე მაგალითად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადაც დავუჭერდი მხარს. თუ იქნებოდა დიდი ქოლგა, რომელშიც მას ექნებოდა სურვილი, რომ პოლიტიკური განაცხადი გაეკეთებინა, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატად რატომაც არა. მისი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით და პროუკრაინული პოზიცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად არის საქართველოსთვის ამ ეტაპზე გადამწყვეტი. არ ყოფილა ამაზე საუბარი. ჩვენ არ გვქონია არც კონსულტაცია და არც ერთობლივი საკოორდინაციო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით", - ამბობს დეკანოიძე.
სალომე ზურაბიშვილის როლს დადებითად აფასებენ გახზარის გუნდში. მიხეილ დაუშვილმა "პირველებს" უთხრა, რომ საქმეში, რომელსაც პრეზიდენტი ახორციელებს, სალომე ზურაბიშვილს სრული მხარადჭერა აქვს.
იმ საქმეში, რა საქმესაც დღეს პრეზიდენტი ახორციელებს, მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მისი კიდევ ერთხელ პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნა და პრეზიდენტობა მისასალმებელი ფაქტი იქნებოდა. დანარჩენი დაველოდოთ პროცესების განვითარებას", - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
პარტია "ახალის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "პირველებს" უყვება, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიდან, ქმედებებიდან დაწყებული, ქართული ქარტიით დამთავრებული, ისინი სალომე ზურაბიშვილის როლს დადებითად უყურებენ.
განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამ-ნამოქმედარი სრულად ასახავს ქართველი ხალხის ნებას და რა თქმა უნდა, მომდევნო პერიოდში, პარტია "ახალი" ფიქრობს, მისი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე.
რაც შეეხება საპრეზიდენტო საერთო კანდიდატობას. პარტია "ახალს" პოზიცია ამასთან დაკავშირებით აქვს უკვე ჩამოყალიბებული. როგორც კი ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, რომ პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, ეს პოზიცია უკვე შემუშავებული აქვს პარტია "ახალს" და საზოგადოებასაც გავაცნობთ" - ამბობს მელია.
ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი,ენმ-ისთვის არ იქნება მიუღებელი - ამ განცხადებას კი ირაკლი ფავლენიშვილი აკეთებს.
სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი სხვა კანდიდატურა იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმების საგანი, ამიტომ ჯერ საუბარი ნაადრევია, რომ ეს შეთანხმება შემდგარა. ყველა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, ჩვენთვის არ იქნება მიუღებელი, თუ მათზე იქნება საერთო პოლიტიკური კონსენსუსი", - ამბობს ფავლენიშვილი.