"პრეზიდენტი ვაჭრობს" - ირაკლი ქადაგიშვილი

12.06.24 15:35
"პრეზიდენტი ვაჭრობს" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მის მეორე ვადით შესალო გაპრეზიდენტებას ეხება, "ვაჭრობას" უწოდებს. ამასთან, მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშილთან მიმართებით გრძელვადიანი გეგმები უკვე აღარავის გააჩნია, მათ შორის, არც "ნაციონალურ მოძრაობას". 

სალომე ზურაბიშვილი აქ ჩვეულებრივად ვაჭრობს, მაგრამ ერთი რამეა აქ გასაგები: ნაციონალურმა მოძრაობამ ერთხელ გაიგო სალომე ზურაბიშვილის ფასი, როცა ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ შეაფასა სალომე ზურაბიშვილი როცა ის „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ დეპუტატი გახადა და შემდეგ უკვე როგორც პრეზიდენტი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობა თავის სტატუსიდან გამომდინარე, არის ერთჯერადი გამოყენების ამ პროცესში, ხანგძლივი და შორსმიმავალი გეგმები მასთან დაკავშირებით უკვე აღარავის გააჩნია ლაზარეს გარდა. 
ბატონი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობასთან დაკავშირებით, ამის არანაირი წინასწარი ინდიკაცია არ ხდება, - ამბობს ქადაგიშვილი. 

 

სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხვას მეორე ვადით საქართველოს პრეზიდენტად იყაროს კენჭი - "თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი გამიხარდება"  - უთხრა გუშინ ახალგაზრდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.   

მსგავსი სიახლეები