ზურაბიშვილი VS ივანიშვილი - რისთვის სჭირდება ოლიგარქს პრეზიდენტის პოსტი?

12.06.24 16:11
ზურაბიშვილი VS ივანიშვილი - რისთვის სჭირდება ოლიგარქს პრეზიდენტის პოსტი?

ზურაბიშვილი VS ივანიშვილი - რისთვის სჭირდება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს პრეზიდენტის პოსტი?

გია ხუხაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს, "პირველებთან" აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ლიდერს პოლიტიკური იმუნიტეტი სჭირდება. თუმცა გია ხუხაშვილის სიტყვებით, "ივანიშვილისთვის როგორც "ღმერთისთვის", "უზენაესისთვის", ვიღაცის კონკურენტად დადგომა, სერიოზული რისკების შემცველია".

რა ხდება სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით?

პოლიტოლოგის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებად წარდგებიან, ამით ზურაბიშვილის ფიგურა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

თუ ოპოზიციას ეყოლება, ფაქტობრივად, ირიბად ერთიანი კანდიდატი პრეზიდენტობის და ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ისინი ძალიან წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან, მაგრამ მათი პრობლემა ის არის, რომ „ქართული ოცნების“ არსებულ ჭაობში მათ არ ჰყავთ სალომე ზურაბიშვილის თანაზომადი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის გარდა. შესაბამისად, პოლიტიკური ლოგიკით, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა არის აბსოლუტურად გასაგები და ცხადი. ეს არის პოლიტიკური ლოგიკა. არსებობს კიდევ დამატებითი ფაქტორი, რომ ბიძინა ივანიშვილს, თუ რაღაც მოხდა ამ ქვეყანაში დაუგეგმავი, თუ ამ არჩევნებზე არა არჩევნების შემდგომ დაძაბულობის სახით, მას სჭირდება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური იმუნიტეტი. პრეზიდენტობა მას აძლევს გარკვეულწილად გარკვეულ იმუნიტეტს. ეს სცენარი გასაგებია, თუმცა ბიძინა ივანიშვილისთვის როგორც ღმერთისთვის, უზენაესისთვის, ვიღაცის კონკურენტად დადგომა, სერიოზული რისკების შემცველია. ამით სალომე ზურაბიშვილის ფიგურა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება", - ამბობს ხუხაშვილი.

ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობისთვის - "ქართულ ოცნება" არ უარყოფს, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი იყოს.

განცხადება "პირველებთან" დღეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა გააკეთეს. მათ გადაჭრით არ უთქვამთ, რომ ისინი საპრეზიდენტო კანდიდატად ოლიგარქის კანდიდატურას არ განიხილავენ. 

ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხვას, რომ მეორე ვადით საქართველოს პრეზიდენტად იყაროს კენჭი - "თუ ვიქნები თქვენი კანდიდატი გამიხარდება"  უთხრა გუშინ ახალგაზრდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები