კანდიდატებზე შეთანხმება დაგვიანდა - გიგა ბოკერია

21.07.21 15:08
კანდიდატებზე შეთანხმება დაგვიანდა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის,  გიგა ბოკერიას, თქმით, ოპოზიციამ საარჩევნო კანდიდატებთან დაკავშირებით  კოორდინირებული მუშაობა დააგვიანა. ბოკერია ადასტურებს, რომ ოპოზიციაში ნიკა მელიას კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება. 

აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ევროპულ საქართველოს“, კოორდინირება და შეთანხმება, ამ არჩევნებზე, როგორც თბილისში, ისე რაიონებში, მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს კანდიდატებზე დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა ჩვენი აზრით, მაგრამ ჯობია, გვიან ან უფრო გვიან, ან არასდროს, ამიტომ იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ ორიოდე დღეში ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული.

ის გვარები, რომელიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლიტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში", - ამბობს ბოკერია.