თუ ლილუაშვილს ვიზა აქვს, მე დავუფინანსებ შტატებში მგზავრობას და ვნახოთ, სანქცირებულია თუ არა - კუპრაძე

12.06.24 21:43
თუ ლილუაშვილს ვიზა აქვს, მე დავუფინანსებ შტატებში მგზავრობას და ვნახოთ, სანქცირებულია თუ არა - კუპრაძე

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სუს-ის შეფს შტატებში მგზავრობის დაფინანსების სთავაზობს. აღნიშნული წინადადება ოპოზიციონერმა ლიდერმა გრიგოლ ლილუაშვილს  "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" გაუკეთა.

კუპრაძე ფიქრობს, რომ სუს-ის შეფი უკვე სანქცირებულია და სწორედ ამიტომ აინტერესებს, შეუშვებენ თუ არა ლილუაშვილს შტატებში.

მე არ გამკვირვებია ეს განცხადება. სავარაუდოდ, ლილუაშვილი წინასწარ არ გააფრთხილეს, რა უნდა ელაპარაკა. გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ მას ეშინია სანქციების, ის იქნება სანქცირებული, თუ უკვე არ არის. მე ვფიქრობ, რომ ის უკვე სანქცირებულია. თუ ვიზა აქვს ლილუაშვილს, მე დავუფინანსებ მას მგზავრობას შტატებში და გაფრინდეს, ვნახოთ სანქცირებულია თუ არა. ის ცდილობს რომ პოლიტიკურად გადარჩეს. და სწორედ ამას უკავშირდებოდა მისი განცხადება, რომ არანაირი საფუძველი არ არის გამოძიების დაწყების. ეს ხომ ისედაც ვიცოდით, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე რასაც ამბობს, არის ტყუილი, რომლსი მიზანიც არის ადამიანების გონებაზე ზემოქმედება", - ამბობს კუპრაძე. 

ლილუაშვილი დღეს ირწმუნებოდა, რომ სანქციებზე შეტყობინება არ მისვლია. "მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადაადგილება" - განაცხადა სუს-ის შეფმა.
 

მსგავსი სიახლეები