კობახიძე როგორ იტყუება, რომ ლილუაშვილმაც კი ვერ შეძლო მისი გამართლება - დეკანოიძე
შესაძლო ლიკვიდაციის სკანდალი, ირაკლი კობახიძეს სუს-ის შეფმა თავზე ჩამოუნგრია - "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, კობახიძე იმდენად იტყუება, რომ გრიგოლ ლილუაშვილმაც კი ვერ შეძლო მისი გამართლება.
კობახიძე არ არის დიქტატორი, მას პოლიტიკური წონა არ აქვს. ლილუაშვილის მხრიდან ვარჰეიზე მეტნაკლებად ზომიერი განცხადება გავრცელდა. კობახიძე როგორ იტყუება ხომ, რომ ლილუაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც კი ვერ შეძლო მისი გამართლება, მაგრამ აქ მთავარია, რომ პროპაგანდა არის ცალკე", - განაცხადა დეკანოიზემ.
შესაძლო ლიკვიდაციის სკანდალი, კობახიძეს სუს-ის შეფმა თავზე ჩამოუნგრია - "არ არის საკმარისი მტკიცებულებები", ტქვა დღეს ლილუაშვილმა.
პრემიერი თავისი განცხადებებით პრაქტიკულად მოუწოდებდა საგამოძიებო უწყებებს, რომ დაინტერესებულიყვნენ მისი სავარაუდო მკვლელობის საქმით და გამოძიება დაეწყოთ.
კობახიძე მზად იყო, რომ იმ ევროკომისრის წინააღმდეგ ჩვენებაც მიეცა მისცეს ყველას, რომელიც დასავლეთში ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე იყო და რომელსაც ახლა ოლიგარქის პარტია მუქარაში ადანაშუალებს.
23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.
ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილში ამხილა და მათი საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა.