კობახიძეს EU-ში უკანასკნელი მოკავშირეც გაემიჯნა - ვარჰეი საქართველოს პრემიერს ტყუილში ამხელს

24.05.24 20:40
კობახიძეს EU-ში უკანასკნელი მოკავშირეც გაემიჯნა - ვარჰეი საქართველოს პრემიერს ტყუილში ამხელს

 

 

ირაკლი კობახიძეს ევროკავშირში უკანასკნელი მოკავშირეც გაემიჯნა. საქართველოს პრემიერს ტყუილში ევროკომისარი ამხელს. ის, ვისაც კობახიძე ტელეფონით ესაუბრა, ოლივერ ვარჰეი აღმოჩნდა. ევროკავშირის მაღალჩინოსანი კობახიძეს შეთქმულების თეორიებში არ მიყვება. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს  ფაქტების დაამახინჯებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი კონტექსტიდან მთლიანად ამოღებულია. განმარტავს იმასაც, რატომ ისაუბრა კობახიძესთან სლოვაკეთის მაგალითზე.

ოლივერ ვარჰეი ის უნგრელი ევროკომისარია, ვისთანაც "ოცნებას" ცივილური  ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, დღევანდელ დღემდე. კობახიძის შეთქმულების თეორიებმა ერთადერთი მოკავშირეც კი შოკში ჩააგდო. ოლივერ ვარჰეიმ ჯერ  ვრცელ განცხადებაში კობახიძესთან საუბრის შინაარსი გაასაჯაროა, შემდეგ კი საქართველოს ხელისფულებას მოუწოდა, უარი თქვას კანონზე, რომელიც ქვეყანისთვის ევროკავშირის გზაზე დიდი დაბრკოლებაა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.