ევროკავშირისგან სანქციებს უნდა ველოდოთ, ეს ლოგიკურია - სიორიძე

12.06.24 23:50
ევროკავშირისგან სანქციებს უნდა ველოდოთ, ეს ლოგიკურია - სიორიძე

დაასანქცირებს თუ არა ევროკავშირი რუსული კანონის ხელმომწერ დეპუტატებს? -  "ლელოს" წევრი, გიორგი სიორიძე ამბობს, რომ EU-დან სანქციებს უნდა ველოდოთ.

სიორიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აცცხადებს, რომ ამ საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ეს ლოგიკურად მიაჩნია, შტატების მიერ გამოცხადებული სანქციებისა და ახლა უკვე პიტერ სტანოს განცხადების შემდეგ.

ალბათ არ გაგვიკვირდება, რომ მას შემდეგ რაც შტატებმა დააწესა სანქციები, ევროკავშირის მხრიდანაც იყოს გარკვეული და რამდენიმე სახის სანქცია ამ პირების მიმართ, რაც რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც გაატარა "ოცნების" ხელისუფლებამ, რომელმაც დეკლალირებულად შეცვალა ქვეყნის კურსი, ზურგი აქცია ევროკავშირს, უღალატა კონსტიტუციის 78-ე მუხლს, შესაბამისად ამ სანქციებს ჩვენ უნდა ველოდოთ, არ ვიძახი რომ ამ საკითხზე კონკრეტულ ინფორმაციას ვფლობ, თუმცა ეს იქნებოდა ძალიან ლოგიკური.

იმედი მაქვს, რომ ეს სანქციები იმდენად უარყოფითად არ აისახება ჩვენს ქვეყანაზე და იმდენად არ დააზიანებს საქართველოს, რომ არჩევნების შემდეგ ამ შედეგების გამოსწორება ვერ შევძლოთ", - განაცხადა სიორიძემ.

ევროკავშირი ამჟამად განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა რეაგირება მოახდინოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და სხვა ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას საქართველოში", - ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში .

მსგავსი სიახლეები