ბურჭულაძე უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მის ელჩად დანიშნავს ხელი არ მოაწერა.
ბურჭულაძემ "პირველებთან" ინტერვიუში თქვა, რომ ზურაბიშვილი მას NATO-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე არ ბლოკავს.
ექსმინისტრი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი. მეტიც, თუ მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წარმომადგენელს დავუჯერებთ, სალომე ზურაბიშვილთან ელჩების კანდიდატები არჩევნებამდე არ გაიგზავნება:
მე არ მბლოკავს სალომე ზურაბიშვილი. არ გაგზავნილა ქალბატონ ზურაბიშვილთან ჩემი კანდიდატურა. იმიტომ, რომ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არჩევნებამდე არ გაიგზავნება კანდიდატურები. არ გადაუფიქრებიათ ჩემი კანდიდატურა. პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ მქონია, იმიტომ, რომ პრეზიდენტთან მას შემდეგ უნდა გქონდეს კომუნიკაცია, რაც გადაიგზავნება", - ამბობს ბურჭულაძე.