მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევა ცოტა ზედმეტად და გადაჭარბებულად მიმაჩნია - ელისაშვილი

21.07.21 16:44
მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევა ცოტა ზედმეტად და გადაჭარბებულად მიმაჩნია - ელისაშვილი

მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევა ცოტა ზედმეტად და გადაჭარბებულად მიმაჩნია  - ამის შესახებ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, მედიის მიმართ სოლიდარული იყო, მაშინ როცა ჟურნალისტებმა შს მინისტრის ვიზიტის პარალელურად პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი გადმოფინეს. 

მედიაზე მუქარით საუბარი და თითის ქნევა არ მომწონს, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევა ცოტა ზედმეტად და გადაჭარბებულად მიმაჩნია. არ მომწონს, როცა რესპოდენტთან მიდიხარ, ერთ კითხვას დაუსვამ, მეორეს და მერე უკივიხარ. ნერვები უნდა დავიცხროთ და კონკრეტულ საკითხებში პრინციპულები ვიყოთ"- თქვა ელისაშვილმა. 

 რაც შეეხება გომელაურის პარლამენტში ვიზიტს, დეპუტატი ამბობს, რომ შს მინისტრი "კითხვებით უნდა გაეწურათ". 

კითხვებით უნდა გაგვეწურა გომელაური და ამ კითხვებიდან ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიყვანა, მაგიდაზე შეხტომით და წივილით",- თქვა მან.