"დამატებითი ლურსმანი რუსული ეკონომიკის კუბოში" - რა ბედი ელის რუსულ ეკონომიკას ამერიკული სანქციების შემდეგ
რა ბედი ელის რუსულ ეკონომიკას ამერიკული სანქციების შემდეგ - საქართველოში, ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს არის გაფრთხილება ყველა სხვა ქვეყნისთვის, რომელიც ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, რომ დასანქცირდებიან ეს ქვეყნებიც და მათი კომპანიებიც.
"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ეს სანქციები "დამატებითი ლურსმანი იქნება რუსული ეკონომიკის კუბოში"
ეს, რა თქმა უნდა, დამატებით პრობლემებს შეუქმნის რუსეთის ეკონომიკას. განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობდნენ საფონდო ბირჟაზე, ექსპორტიორებს რუსეთიდან პროდუქციის, რომლებსაც სჭირდებათ დოლარში და ევროში ტრანზაქციები, მაგრამ როგორც ვნახეთ, ეს შეიზღუდა. ეს ნიშნავს, რომ სანქციები მუშაობს. ეს დამატებითი ლურსმანი იქნება რუსული ეკონომიკის კუბოში. ეს არის გაფრთხილება ყველა სხვა ქვეყნისთვის, რომელიც ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, რომ დასანქცირდებიან ეს ქვეყნებიც და მათი კომპანიებიც", - ამბობს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რუსული ეკონომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ აღმოჩნდება, რომ სანქცირებული პირები საქართველოსთან, ან ბიზნესით, ან პოლიტიკური კავშირებით არიან ბმაში.
რაც უფრო გაფართოვდება წრე და სივრცე დასანქცირებული ადამიანების, მით უფრო მოახლოვდება რუსული ეკონომიკის კოლაფსი და დაახლოებით ასეთი სახელი ერქვა სანქციების ამ პაკეტს. საქართველოსთის რაიმე კონკრეტული შედეგი არ აქვს იმ შემთხვევისთვის, თუკი აღმოჩნდება, რომ სანქცირებული პირები საქართველოსთან, ან ბიზნესით, ან პოლიტიკური კავშირებით არიან ბმაში", - ამბობს თინა ხიდაშელი.
პანიკა მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე - დღეიდან რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ სტრუქტურაში ევროსა და დოლარში ვეღარ ივაჭრებენ. მიზეზი აშშ-ის მხრიდან ბირჟის სანქცირებაა. შტატებმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ უფრო გააფართოვა, ჩამონათვალში მოხვდა MOEX-ი.