კობახიძეს და მთელ შანტრაბას მივმართავ, დაანებეთ თავი ამ სპეკულაციებს - ვაშაძე

13.06.24 17:07
კობახიძეს და მთელ შანტრაბას მივმართავ, დაანებეთ თავი ამ სპეკულაციებს - ვაშაძე

ეროვნული ნაკრების დაჯილდოებასთან დაკავშირებით "ოცნების" ლიდერების განცხადებას და პრეზიდენტის მხრიდან მათ მხილებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმაურება.

როგორი ბინძურები არიან ზოგადად, ეს უსამშობლო მოღალატე ქოცები, რომ შეუძლიათ პოლიტიკური მიზნებისთვის ფეხბურთიც გამოიყენონ, ყველაფერი გამოიყენონ, ასე ისპეკულირონ. დაგვაცადეთ რა, ევროპის ჩემპიონატის ყურება გვინდა, ვუგულშემატკივროთ ჩვენს ხალხს და რაც ნაკლებად გამოჩნდებით, მით კარგი შედეგი დაიდება დარწმუნებული ვარ რა. დაანებეთ თავი ამ სპეკულაციებს, კობახიძეს და მთელ შანტრაბას მივმართავ. ნუ შეაძულებთ ხალხს თავი, გვაყურებინეთ ფეხბურთი გვაგულშემატკივრეთ ჩვენს გუნდთან და აღარ გვინდა, ყელში გვაქვს უკვე თქვენი ეს პოლიტიკური სპეკულაციები,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება - ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რითაც "ქართული ოცნების" ლიდერებს პასუხობს.  

დღეს თბილისის მერი ამტკიცებდა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს, სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

მსგავსი სიახლეები