,,ოცნებას" დროშაზე გირგვლიანი ჰქონდა და თურმე ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ სალაფავთან მისულიყვნენ - ხუხაშვილი
,,მთავარი არგუმენტი, რაც აქვს ,,ოცნებას", რომ გარდაცვლილი ოპერატორით სპეკულირებთ, ბოდიში, მაგრამ როცა გირგვლიანის გარდაცვალებას ვაპროტესტებდით, ვსპეკულირებდით? - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისი აზრით, ,,ქართულმა ოცნებამ" წინა ხელისუფლების გახმაურებული საქმეები სათავისოდ გამოიყენა.
ვაზაგაშვილი ანგელოზი იყო, ძეგლი რომ დაუდგეს? ამაზე მწყდება გული, ,,ოცნებასთან" ერთად ვიბრძოდით იმ პერიოდში, გულწრფელი პროტესტი მქონდა და ვფიქრობდი, ამ ადამიანებსაც გულწრფელი პროტესტი ჰქონდათ. ახლა მათ სხვა თვალით ვუყურებ, რადგან ანალოგიურ ვითარებაში აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ იქცევიან. მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ,,ოცნება" ჩემთან პოლიტიკური კონიუქტურის გამო მეგობრობდა და არა იდეის გამო. სანამ არჩევნები არ მოვიგეთ, გირგვლიანი იყო ,,ოცნების" დროშაზე და აღმოჩნდა, რომ ისინი ამას აკეთებდნენ, რომ სადღაც რომელიმე სალაფავთან მისულიყვნენ და დღეს ეს არის მათთვის მთავარი - განაცხადა გია ხუხაშვილმა.