პაპაშვილი: მოვარდნენ ზონდერები, ოდიშარიას შვილიც ზონდერი აღმოჩნდა - სამი ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად
„მოვარდნენ ზონდერები, მისი შვილიც ზონდერი აღმოჩნდა, რომელმაც პირდაპირ ამაყად თქვა, რომ ოდიშარიას შვილი ვარო და სამი ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად,“ - ამის შესახებ თავდასხმის შემდეგ აქტივისტი ბექა პაპაშვილი "პირველ ხაზთან" საუბრობს.
პაპაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც დეპუტატ ბექა ოდიშარიას რუსული კანონის მხარდაჭერის გამო განმარტებები მოსთხოვა, მაღაზიიდან გასულს სამი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.
დღეს უკვე ქართული ოცნების წევრები დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებიან, დაცვის თანხლებით გადაადგილდებიან მაღაზიაშიც კი. ალბათ, სახლშიც უზიან და იცავენ, საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ.
დაცვამ არ მომცა შესაძლებლობა, რომ ოდიშარიამდე ახლოს მივსულიყავი, ცდილობდა, რომ ხელი ეკრა და ხელი შეეშალა და მეუბნებოდნენ, გადი აქედან. როგორ გავსულიყავი, როცა თვალწინ მყავდა ადამიანი, რომელიც მომავალს გვინადგურებს და ყიდის ქვეყანას რუსეთზე.
როდესაც გავედი უკვე გარეთ, 2 წუთი მოვანდომე რომ დავლოდებოდი ჩემს მეგობარს და ამ დროს მოვარდნენ ზონდერები, მისი შვილიც ზონდერი აღმოჩნდა, რომელმაც პირდაპირ ამაყად თქვა, რომ ოდიშარიას შვილი ვარო და სამი ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად, თუმცა ამით ეს ასე არ იქნება დასასრული და ყველგან სადაც არ უნდა შევხვდეთ გავცემთ საკადრის პასუხს და ყველგან ვიტყვით, რომ ესენი არიან მონები და საქართველოს გამყიდველები," - ამბობს პაპაშვილი.
ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა მონა და რუსი ეძახა. ინციდენტი დღეს საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა, ვიდეომასალაში, რომელსაც აქტივისტი თავად ავრცელებს, ისმის როგორ სთხოვს მოქალაქე ქართული ოცნების დეპუტატს განმარტებებს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო.