ბექა ოდიშარიას მონა და რუსი ეძახეს

13.06.24 23:49
ბექა ოდიშარიას მონა და რუსი ეძახეს

ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა  მონა და რუსი ეძახა. ინციდენტი დღეს საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა,  ვიდეომასალაში, რომელსაც აქტივისტი თავად ავრცელებს, ისმის როგორ სთხოვს მოქალაქე ქართული ოცნების დეპუტატს განმარტებებს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო. 

ვიდეომასალით ირკვევა რომ  აქტივისტს, რომელიც პროტესტს გამოხატავდა, სავარუადოდ ბექა ოდიშარიას პირადი მცველი გაუსწორდა.  ბექა პაპაშვილის თქმით მას ფიზიკურად გაუსწორდენენ და ტანსაცმელი შემოახიეს.

ბექა პაპაშვილი tv პირველის გადაცემა "პირველ ხაზში" განაცხადა, რომ ოდიშარიას დაცვის თანამშრომელმა მასზე ფიზიკურად იძლადა , ხოლო სუპერმარკეტიდან გამოსულს, თავს "ზონდერები" დაესხნენ. ერთ ერთი სავარუადოდ დეპუტატის შვილი იყო რომელიც პარლამენტარმა გამოიძახა. 

"დღეს უკვე "ქართული ოცნების" წევრები დაცვის გარეშე ვერ გადაადგილდებიან და დაცვის თანხლებით დადიოდა მაღაზია და ალბათ, სახლშიც უზიან. იმ დაცვამ არ მომცა შესაძლებლობა ახლოს მივსულიყავი, ცდილობდა ხელი ეკრა და ხელი შეეშალათ, მემუქრებოდნენ. როდესაც გავედი გარეთ, ორი წუთი მოვანდომე გარეთ მეგობარს რომ დავლოდებოდი და ამ დროს მოვარდნენ მისი ზონდერები, მისი შვილიც, ასევე ზონდერი აღმოჩნდა, რომელმაც ამაყად თქვა, რომ ოდიშარიას შვილი ვარო. სამი ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად. ეს არ იქნება დასასრული, ყველგან დავხვდებით", - ამბობს პაპაშვილი.  

ფოტოზე ასახულია დაზინებები, რომელიც ოდიშარიას თანმხლებმა პირმა სამოქალაქო აქტივისტს მიაყენა.  

 

 

 

  

მსგავსი სიახლეები