"ძირს დაგდებულს წიხლებით მირტყამდნენ" - პაპაშვილის თქმით, მას ფიზიკურად ბექა ოდიშარიას შვილი გაუსწორდა

14.06.24 11:05
"ძირს დაგდებულს წიხლებით მირტყამდნენ" - პაპაშვილის თქმით, მას ფიზიკურად ბექა ოდიშარიას შვილი გაუსწორდა

 

 

აქტივისტი ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატისთვის განმარტებების მოთხოვნის შემდეგ მას ფიზიკურად ოდიშარიას შვილი გაუსწორდა. 

როგორც პაპაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც მაღაზიაში ბექა ოდიშარიას რუსი და მონა ეძახა, გარეთ გამოსულს სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა, ერთ-ერთმა კი უთხრა, რომ ის ბექა ოდიშარიას შვილი იყო.

მას დავუძახე თავისი სახელი, რომ ის არის რუსი მონა. დაცვა არ მაძლევდა საშუალებას, რომ ახლოს მივსულიყავი ამ რუს დეპუტატთან და როდესაც უკვე განიმუხტა სიტუაცია, გამოვედი გარეთ, რა დროსაც ჯერ ორნი იყვნენ და შემდეგ მესამე ადამიანიც დაემატა მათ, დამესხნენ თავს. დამაგდეს და ძირს დაგდებულს წიხლებით მირტყამდნენ, ამ დროსაც მოვასწარი ხელის აფარება სახეზე და დაზიანება შეძლეს მხოლოდ ზურგის და გვერდების არეში. ამაყად დააფიქსირა, რომ ბექა ოდიშარიას შვილი ვარო და სიამაყის კი არა, სირცხვილის გრძნობა უნდა გქონდეს, რომ ბექა ოდიშარიას შვილი ხარ,“ - ამბობს პაპაშვილი.

პაპაშვილთან ერთად მაღაზიაში, სადაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან დაპირისპირება მოხდა, ინციდენტს შეესწრო აქტივისტის მეგობარი დათო დიღმელაშვილი.

ბექა გამოვიდა გარეთ და გარეთ დახვდნენ ორი ადამიანი, სავარაუდოა, რომ ბექასთვის უთქვამთ, რომ მისი შვილები ვართო და გალახეს ფრესკოს წინ, ბექას როგორც უთქვამთ, იყვნენ ბექა ოდიშარიას შვილები. (საგამოძიებო უწყებიდან) არავინ დაგვკავშირებია,“ - ამბობს დიღმელაშვილი. 

ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას, აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა მონა და რუსი ეძახა. ინციდენტი დღეს საღამოს გორგასლის გამზირზე სუპერმარკეტ ფრესკოში მოხდა, ვიდეომასალაში, რომელსაც აქტივისტი თავად ავრცელებს, ისმის როგორ სთხოვს მოქალაქე ქართული ოცნების დეპუტატს განმარტებებს რუსული კანონის მხარდაჭერის გამო. 

 

მსგავსი სიახლეები