შურისძიება საკანში ე.წ. ტიტუშკების დახმარებით - ვინ დაემუქრა პატიმარ აქტივისტს და რა მოხდა გლდანის ციხეში?
შურისძიება ციხის საკანში ე.წ. ტიტუშკების დახმარებით - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივიტს, ციხის საკანში, სავარაუდოდ, მოძალადე მიუგზავნეს.
20 წლის ახალგაზრდას, სავარაუდოდ, "ოცნების" მხარდამჭერი პატიმარი შეურაცხყოფას აყენებდა და ცემით ემუქრებოდა.
ადვოკატის ინფორმაციით, ინციდენტი გლდანის ციხეში მოხდა და რომ არა სხვა პატიმრები, მუქარას, დიდი ალბათობით, მამაკაცი სისრულეშიც მოიყვანდა.
ტყეშელაძის ინფორმაციით, როდესაც ე.წ. ტიტუშკა გაჰყავდათ ბადრაგებს, მას ტელეფონზე დარეკვა სურდა, რაც ადვოკატს უჩენს ეჭვს, რომ მას ანგარიშის ჩაბარება სურდა ე.წ. დამკვეთისთვის.
ადვოკატი მიმართავს სახალხო დამცველს, რომ კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე:
რუსულმა სისტემამ თავისუფალი ახალგაზრდები აიყვანა ტყვედ და გამოკეტა გლდანის ციხეში, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და უკვე ახალგაზრდებთან კრიმინალი ტიტუშკები შეაგზავნა ციხის დაწესებულებაში და თვითონ საკანში, სადაც აღნიშნულ ადამიანზე, დაკავებულზე იძალადეს ფსიქოლოგიურად, იძალადეს ფიზიკურად და უნდოდათ მათზე განეხორციელებინა ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ იქვე მყოფმა პატიმრებმა გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა და ვერ მოხდა აღნიშნულ ადამიანზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ე.წ. ბადრაგი, როდესაც მივიდა დაგვიანებით, როდესაც ეს ტიტუშკა კრიმინალი გაყავდათ საკნიდან, მას პირველი კითხვა დაუსვა, სად მიგყავართ - ტელეფონთან, აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი იყო ორგანიზებული, ეს ყველაფერი იყო წინასწარ შეთანხმებული და ე.წ. აჩოტების ჩაბარება უნდოდა დამკვეთთან. ამ ყველაფრით უნდა დაინტერესდეს პირადად სახალხო დამცველი და კონტროლზე უნდა აიყვანოს აღნიშნული საქმე,“ - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.