"მორიგი დესტრუქციული გადაწყვეტილება" - "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებს

14.06.24 11:25
"მორიგი დესტრუქციული გადაწყვეტილება" - "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებს

პრეზიდენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებისთვის დადებულ ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე საუბრობს.

მიქანაძე პრეზიდენტს აკრიტიკებს და მის მიერ ვეტოს გამოყენებას "მორიგ დესტრუქციულ და რადიკალური ოპოზიციის ნარატივით ნაკარნახევ გადაწყვეტილებად" მოიხსენიებს.

სახეზე არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მორიგი დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიციის ნარატივით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომ ვეტო დადოს იმ ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ცესკოს საქმიანობის გამართული წარმართვისთვის. არასდროს ამ ვეტოს მისი მხრიდან არ ჰქონია არც სამართლებრივი საფუძველი, არც რაღაც კონკრეტული საჭიროება. ასეთ მიდგომას პარლამენტი რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს გასცემს და უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს,“ - ამბობს გივი მიქანაძე.

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები