იპოდრომის ტერიტორიას ივანიშვილი ფხაკაძეებზე ყიდის, იქ 77-სართულიანი ცათამბჯენისა და 6 მოზრდილი შენობის აშენება იგეგმება - ბუაძე

14.06.24 11:45
იპოდრომის ტერიტორიას ივანიშვილი ფხაკაძეებზე ყიდის, იქ 77-სართულიანი ცათამბჯენისა და 6 მოზრდილი შენობის აშენება იგეგმება - ბუაძე

 

იპოდრომის ტერიტორიას ივანიშვილი ფხაკაძეებზე ყიდის, იქ 77-სართულიანი ცათამბჯენისა და 6 მოზრდილი შენობის აშენება იგეგმება, ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ლელოს“ დეპუტატმა, საბა ბუაძემ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნება“ ამ დანაშაულისთვის მწვანე შუქის მიცემას აპირებს.

როგორც ბუაძემ განაცხადა, ოპოზიცია გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს და ბოლომდე იბრძოლებს, რათა მშენებლობა შეაჩეროს.

თბილისის საკრებულოში დღეს დაგეგმილი არის ამ დანაშაულისთვის მწვანე შუქის მიცემა. ჩვენ ვართ ახლა იპოდრომის ტერიტორიაზე, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ივანიშვილი ყიდის "ვისოლ ჯგუფზე" და ფხაკაძეებზე, რომ უკანასკნელი მწვანე ზონა ამ რაიონის განადგურდეს და აქ გაკეთდეს, 400 ათას კვ.მ-იანი უზარმაზარი კომპლექსი, 77 სართულიანი ცათამბჯენი და 6 მოზრდილი შენობა, რომლეთა სართულიანობა არის 40-დან 50 სართულამდე. ეს კეთდება იმისთვის, რომ ივანიშვილმა გააკეთოს ფული და მიიღოს ის 80 მილიონი, რა ღირებულებითაც გაყიდა ეს ტერიტორია. ეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ქალაქს კიდევ უფრო მეტ საფრთხეში ჩააგდებს, როგროც სატრანსპორტო, ისე ურბანული და ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამ მშენებლობის განხორციელება არის კატეგორიულად დაუშვებელი და სამწუხაროდ დღეს, თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნება" გეგმავს, რომ მარტო ჩაიდინოს ეს დანაშაული და მხარი დაუჭიროს ამ ურბანულ გენოციდს. ეს არის კალაძის ურბანული გენოციდის გაგრძელება და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ დანაშაულს. პირველ რიგში გავასაჩივრებთ სასამართლოში, ვიბრძოლებთ აუცილებლად. მე მინდა აი ამ ბიზნეჯგუფს ამოფარებულ კალაძეს და ივანიშვილს ვუთხრა, რომ ეს მშენებლობა აუცილებლად გაჩერდება", - ამბობს ბუაძე. 

მსგავსი სიახლეები