ზახაროვა: აშშ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში არეულობას, მაგრამ არ გმობს სომხეთის ხელისუფლებას აქციების ჩახშობისთვის
"თვალსაჩინო ილუსტრაციაა "წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის", რომელშიც სწორედ აშშ, ხელის ერთი მოძრაობით, ვითარებიდან გამომდინარე, ცვლის ნებისმიერ "წესს" თავის შესაფერისად," - ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი სომხეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებას.
მარია ზახაროვა გამოეხმაურა სომხეთში აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომელშიც დემონსტრანტებს შეკრების თავისუფლების პასუხისმგებლობით გამოყენებისკენ მოუწოდეს და შეადარა საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე აქციები.
აი, თქვენ მთელი დემოკრატია: ერთ შემთხვევაში ვაშინგტონი საკუთარი საელჩოს პირით აცხადებს, რომ მიტინგი პასუხისმგებლობით უნდა ჩატარდეს და არ გმობს ხელისუფლებას მათი დაშლისთვის, მეორე შემთხვევაში - პირიქით, აქტიურად უჭერენ მხარს დასავლელ უცხოელ აგენტთა მიერ მოწყობილ არეულობებს. თვალსაჩინო ილუსტრაციაა "წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის", რომელშიც სწორედ აშშ, ხელის ერთი მოძრაობით, ვითარებიდან გამომდინარე, ცვლის ნებისმიერ "წესს" თავის შესაფერისად," – დაწერა ზახაროვამ.