პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, ნუ მობრძანდება პარლამენტში და მეილით გამოგვიგზავნოს - „იმიტომ“ - ოდიშარია

14.06.24 12:42
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, ნუ მობრძანდება პარლამენტში და მეილით გამოგვიგზავნოს - „იმიტომ“ - ოდიშარია

არასერიოზული კაცის არც ვეტო მაინტერესებს და არც მოსაზრება, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, რომ ნუ მობრძანდება და მეილით გამოგვიგზავნოს „იმიტომ“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პრეზიდენტის ვეტოზე განაცხადა, რომელიც სალომ ზურაბიშვილმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დაადო.

ოდიშარიას თქმით, "გიორგი მსხილაძე უკვე გამასხარავებულია და დარბაზში არ არის ადამიანი, ვინც ზურგს უკან ამ ადამიანს არ დასცინის"

“სამოტივაციო ნაწილს ჯერჯერობით გაცნობილი არ ვარ, იმიტომ, რომ როგორც წესი, მათი სამოტივაციო ფაბულა, რაც მთავარია დასმულ შეკითხვაზე პასუხი არის - “იმიტომ”. ამიტომ მე არასერიოზულად განვიხილავ და საერთოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, რომ ნუ მობრძანდება და მეილით გამოგვიგზავნოს “იმიტომ”. იმიტომ, რომ ის უკვე გამასხარავებულია და დარბაზში არ არის ადამიანი, მათ შორის ოპოზიციაში, ვინც ზურგს უკან ამ ადამიანს არ დასცინის, რომელიც კომიკური არსებაა. ადამიანი საპარლამენტო მდივანი ხარ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომ შეკითხვას გისვამს “რატომ ბრძანებთ ამასო?”, პასუხია - “იმიტომ”. ასეთი არასერიოზული კაცის არც ვეტო მაინტერესებს და არც მოსაზრება. არც მოხსენებას მოვუსმენ ალბათ თუ კიდევ ასეთი ბრიყვული პოზიციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში”, - განაცხადა ოდიშარიამ.

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს..

მსგავსი სიახლეები