პრეზიდენტის დადებულ ვეტოებზე არგუმენტები არ მოგვისმენია, მხოლოდ ვუყურებდით, როგორ იწურებოდა ოფლში მისი წარმომადგენელი - ქადაგიშვილი

14.06.24 13:31
პრეზიდენტის დადებულ ვეტოებზე არგუმენტები არ მოგვისმენია, მხოლოდ ვუყურებდით, როგორ იწურებოდა ოფლში მისი წარმომადგენელი - ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

ქადაგიშვილმა დღეს პრეზიდენტს ოპოზიციაში გადასული უწოდა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოებზე არანაირი არგუმენტაცია არ მოუსმენიათ.

„რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, რადგან კანონი როცა მივიღეთ, გააზრებული გვქონდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. პრეზიდენტი ოპოზიციის მდგომარეობაშია გადასული. როგორც ისინი არ იღებენ არანაირ კენჭისყრაში მონაწილეობას, ასევეა პრეზიდენტიც, თუმცა მას დამატებითი ბერკეტი აქვს, რომ არმონაწილეობა ვეტოთი გამოხატოს და ამას აკეთებს, მეტი სხვა სამართლებრივი არგუმენტი, მის მიერ დადებულ ვეტოებზე, ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში არ გვინახავს, მხოლოდ ვუყურებდით იმას, როგორ იწურებოდა ოფლში მისი წარმომადგენელი “, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები