პაატა მანჯგალაძე "ოცნებას": მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა

14.06.24 13:15
პაატა მანჯგალაძე "ოცნებას":  მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა

“მედვედევი გიწონებთ საქციელს და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ” - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე “ქართული ოცნების” წევრებს მიმართავს და გამოფხეზლებისკენ მოუწოდებს:

დავუშვათ, ვერ მიხვდით რუსული კანონის არსს და მნიშვნელობას ვერც პირველ მოსმენაზე, ვერც მეორეზე, ვერც მესამეზე, ვერც იმით რომ ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. 
ნიშნის მოგებით რომ კითხულობდით, რატომ არის ეს კანონი რუსულიო, მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა, მედვედევი გიწონებთ საქციელს და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ. ახლა მაინც გამოფხიზლდით რა ზიანი მოუტანეთ ქვეყანას და ხალხს. 

თქვენგან დიდი მოლოდინი არ მაქვს და ის მაინც გააკეთეთ, რომ დარჩენილ ვადაში არჩევნებამდე რამე სხვა დიდ შარს და ხიფათს არ გადაკიდოთ ეს ქვეყანა," - განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები