"ჩვენ შავ-თეთრი არჩევნები გვექნება, რომლის ერთ მხარეს "ოცნება", რუსული ჭაობია - ეს შავი ფერია" - მანჯგალაძე
"ჩვენ შავ-თეთრი არჩევნები გვექნება, რომლის ერთ მხარეს "ოცნება", რუსული ჭაობია - ეს შავი ფერია" - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ოცნებამ" იცის, რომ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, სწორედ ამიტომ ცდილობს, ცესკოს, პოლიციის, ზონდერების გამოყენებით შეინარჩუნოს ძალაუფლება.
კანონებს ხომ არ შეცვლიდნენ, ხომ არ მოირგებდნენ საკუთარ ტყავზე. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ეშინია ამ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ფაქტობრივად შავ-თეთრი არჩევნები გვექნება ჩვენ, რაც ნიშნავს, რომ ერთ მხარეს არის ქართული ოცნება, რუსული ჭაობი - ეს შავი ფერია, მეორე მხარეს არის ქართული, პროდასავლური ოპოზიცია, რომელსაც ევროპისკენ და ნატოსკენ მიჰყავს ქვეყანა, რაც არის უსაფრთხოება ასევე. აი ამ შავ-თეთრ არჩევანში იცის "ოცნებამ", რომ არანაირი შანსი არ აქვს და ცდილობს, რომ ცესკოს გამოყენებით, პოლიციის, ზონდერების გამოყენებით, იქნება შეინარჩუნოს ძალაუფლება", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ოცნება" აცხადებს, რომ ვეტოს აუცილებლად დაძლევს.