რუსეთი უკრაინაში მებრძოლ "ქართულ ლეგიონს" ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს

14.06.24 14:11
რუსეთი უკრაინაში მებრძოლ "ქართულ ლეგიონს" ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს

„ქართული ეროვნული ლეგიონი“ რუსეთის ფედერაციის სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა.

„ფსბ-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხრეთის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული ფორმირება „ქართული ეროვნული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამ გადაწყვეტილების და „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ფედერალური კანონის შესაბამისად, ფორმირება ორგანიზაციების ერთიან ფედერალური სიაში იქნა შეტანილი როგორც ტერორისტული, მისი საქმიანობა აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე, - აცხადებენ ფსბ-ში. 


FSB-მ აღნიშნა, რომ ლეგიონი 2014 წელს „უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პატრონაჟით შეიქმნა და ამჟამად ის ეროვნული ბაზაზე დაკომპლექტებული ყველაზე დიდი შეიარაღებული ფორმირებაა.


 

ლეგიონის“ წევრები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს და ასევე მონაწილეობენ დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში, აღნიშნა სსო-მ. - აცხადებს FSB.

მსგავსი სიახლეები