იაგო ხვიჩია - როცა მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“

14.06.24 15:11
იაგო ხვიჩია - როცა მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“

როცა საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ის ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“ - ამის შესახებ დღეს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, "ბუნებაში არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც სრულდება ან შესრულდება!"

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება არ მიდის კონსენსუსზე, მოლაპარაკებაზე და უპირატესობას ძალადობას ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვეღარ მართავს და ყველაფრის დაქვემდებარებას უკვე ძალის გამოყენებით ცდილობს.

როცა საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ის ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათ ეკაიფებიან - ბუნებაში არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც სრულდება ან შესრულდება. 

როდესაც ხელისუფლება არ მიდის კონსენსუსზე, მოლაპარაკებაზე და უპირატესობას ძალადობას ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვეღარ მართავს და ყველაფრის დაქვემდებარებას უკვე ძალის გამოყენებით ცდილობს.
ცხადად ვხედავთ, რომ ადამიანების გასალახად ბრძანებებს ხელისუფლება გასცემს - ვიღაცაზე იტყვიან გასალახიაო, შემდეგ ვიღაც მივა, ადამიანებს გალახავს და საგამოძიებო უწყებები ამაზე თვალს ხუჭავენ. 
ქვეყნის მართვას ძალადობა არ სჭირდება". - ამბობს იაგო ხვიჩია.

მსგავსი სიახლეები