ვახტანგ სურგულაძემ ორგანიზაციასთან „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ შეხვედრაზე, შშმ პირთა პრობლემების მიმართ „ლელოს“ ხედვა წარადგინა

14.06.24 15:13
ვახტანგ სურგულაძემ ორგანიზაციასთან „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“  შეხვედრაზე, შშმ პირთა პრობლემების მიმართ „ლელოს“ ხედვა წარადგინა

არჩევნებისთვის წინასაარჩევნო პროცესებში შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების მხარდაჭერა იყო მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრთან, ვახტანგ სურგულაძესთან გამართა. 

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, პოლიტიკური პროცესის მიმართ შშმ პირთა ინტერესი დიდია და მნიშვნელოვანია რომ ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რას გეგმავს თითოეული პოლიტკური პარტია მათი პრობლემების გადასაჭრელად. 

ვახტანგ სურგულაძის განცხადებით, პარტია “ლელოს” მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართვის მხარდაჭერა იმ პროგრამების, პოლიტიკისა და კანონების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში, რომელიც გავლენას ახდენს შშმ პირების სრულფასოვან ცხოვრებაზე.  

ორგანიზაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ვახტანგ სურგულაძემ შშმ პირთა მიმართ „ლელოს“ პროგრამულ პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მმართველობის ხარისხი ფასდება იმით, თუ როგორ ზრუნავს ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

მსგავსი სიახლეები