6000-მდე ოჯახში ეს მერიამ უკვე გადაჭრა და ახლა ვმუშაობთ, რომ მთლიანად მთელ მუნიციპალიტეტში გადაიჭრას ეს პრობლემა. ეს ყველაფერი კი ხორციელდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით - ხარჩილავა

14.06.24 16:34
6000-მდე ოჯახში ეს მერიამ უკვე გადაჭრა და ახლა ვმუშაობთ, რომ მთლიანად მთელ მუნიციპალიტეტში გადაიჭრას ეს პრობლემა. ეს ყველაფერი კი ხორციელდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით - ხარჩილავა

„წყალმომარაგება გახლდათ წალენჯიხის ნომერ პირველი პრობლემა. დიდ ნაწილში, 6000-მდე ოჯახში ეს მერიამ უკვე გადაჭრა და ახლა ვმუშაობთ, რომ მთლიანად მთელ მუნიციპალიტეტში გადაიჭრას ეს პრობლემა. ეს ყველაფერი კი ხორციელდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით," - ეს განცხადება წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ გააკეთა.

წალენჯიხაში, საკრებულოს დარბაზში, წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა და წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ვანო ბურდულმა წყალმომარაგების პრეზენტაცია გამართეს და მოსახლეობას ადგილზე გააცნეს მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები;

დღეს გავაკეთეთ გარკვეული ანგარიში წყალმომარაგების პროცესთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო. ჩვენ უამრავ ლოკაციაზე გვხვდებოდა პრობლემები, ხშირ შემთხვევაში თანხები იხარჯებოდა, მაგრამ არ იყო შედეგები. ჩვენ განვაახლეთ პროექტები, დავდეთ შედეგი, მოსახლეობას უკვე აქვს წყალი. თურმე მოკლე დროში ამდენი საკითხის მოგვარება შესაძლებელი ყოფილა, თუ ადგილზე გვაქვს კვალიფიკაცია და მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის მიმართ. დღეს მოსახლეობა სულ სხვანაირად შეგვხვდა სოფლებში, რადგან რეალურად ამ უამრავ ადამიანთან თითქოს  21-ე საუკუნეში არ სათქმელი პრობლემა ჩვენ ძალიან სწრაფად გადავჭერით. 6000-მდე ოჯახს მიეწოდება წყალი, მათ შორის დაწყებულია ქალაქის წყალმომარაგება, დიდი პროექტია და მინდა გითხრათ, რომ ბევრ დიდ პროექტში, განსაკუთრებით წყალმომარაგების კუთხით, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მონაწილეობენ და როცა ვკითხულობთ სად არის დასავლეთი, მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი მხარდაჭერით უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში. წყალმომარაგება გახლდათ წალენჯიხის ნომერ პირველი პრობლემა და დიდ ნაწილში ეს მერიამ უკვე გადაჭრა და ახლა ვმუშაობთ, რომ მთლიანად მთელ მუნიციპალიტეტში გადაიჭრას ეს პრობლემა.“ - განაცხადა გია ხარჩილავამ.

მსგავსი სიახლეები