სანქციები "ოცნების" ლიდერებისთვის და ლატვიელი ევროპარლამენტარის წერილი ბორელს - რას ამბობენ ოპოზიციაში
ლატვიელი ევროპარლამენტარი "ოცნების" ლიდერებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს - საქართველოს ოპოზიციაში ხელისუფლების მარალჩინოსნების დასანქცირება არ ახარებთ, თუმცა "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ განცხადებები, რომელსაც "ოცნება" აკეთებს, უპასუხოდ არ დარჩება.
მე ზოგადად ძალიან მაწუხებს, როდესაც ჩემს თანამოქალაქეებს ასანქცირებენ, მითუმეტეს, ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ცუდია ქვეყნისთვის, მაგრამ ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ ეს ადამიანები, ცხადია, რომ უპასუხოდ არ დარჩება. როდესაც ერთის მხრივ, აბრალებ ევროპელებს, რომ ისინი არიან მეორე ფრონტის გახსნით დაინტერესებული, მაშინ, როდესად სწორედ ევროპა და შტატები არის გარანტია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თავისუფალი სამყარო საბოლოო ჯამში ნაბიჯებს დგამს, და ეკონომიკურ-პოლიტიკური დარტყმებით საბჭოთა კავშირის მოკავშირეებს ამარცხებს.
თავისუფალი სამყარო ზოგჯერ აგვიანებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში იმ ნაბიჯებს დგამს, რომელიც საბოლოოდ ამ ბოროტების იმპერიის მემკვიდრეებს, საბჭოთა კავშირის მოკავშირეებს რუსეთში, მათ მოკავშირე ტირანიებს დანარჩენ მსოფლიოში და ყველას, ვინც მათი მარიონეტი გახდა საკუთარი ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ, როგორც ჩვენი ხელისუფლებაა, აყენებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დარტყმებს და ამარცხებს, ოღონდ ქართველი ხალხის ინიციატივით", - ამბობს გიგა ბოკერია.
დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახი კალაძე, გომელაური და პაპუაშვილი. ევროკავშირის საგარეო სამქეთა მინისტრების შეხვედრის წინ, ევროპარლამენტარები მოქმედებაზე გადადიან. გავლენიანი პოლიტიკსოები, ჟოზეფ ბორელს წერილით მიმართავენ. ეს არის პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კონკრეტული გვარებია დასახელებული და რომლითაც საქათველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შავი სიის შექმნას ითხოვენ.