არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი სიით გავა თუ არა, ისინი კოლექტიური ნაცმოძრაობა არიან - ვოლსკი

14.06.24 17:28
არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი სიით გავა თუ არა, ისინი კოლექტიური ნაცმოძრაობა არიან - ვოლსკი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია არცევნებზე ერთიანი სიით გავა თუ არა, რადგან ისინი ყველანი ენმ-ს შემადგენელი ნაწილი არიან. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, სწორედ ამას ნიშნავს ქარტიაზე ხელმოწერებიც. 

პრაქტიკულად, ქარტიის ხელმოწერა ნიშნავდა, რომ ეს არის ერთი კლასტერის, პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება. იქნებიან ისინი ერთიან სიაში თუ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების სახით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ესრ ცვლის იმ რეალობას, რასაც ჰქვია ენმ-ს არსებობა. არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრობა, არსებობს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და არსებობს ის ჯგუფი, რომელიც შეიძლება სწორედაც იყოს მოხსენიებული რადიკალური გაერთიანება, - ამბობს ვოლსკი.

საჯარო ონლაინ დებატზე, რომელიც ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ იყო ორგანიზებული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა როგორც კოალიციურ მთავრობაზე, ასევე საარჩევნო კონფიგურაციებზე ისაუბრეს.

ერთიან სიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ლიდერებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ - ნაწილი ემხრობა ერთიანი სიით გასვლას არჩევნებზე, ნაწილი კი წინააღმდეგია, რადგან თვლიან, რომ ამომრჩევლის ხმა არ უნდა დაიკარგოს და მეტწილად ემხრობიან რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრად ფორმირებას. 

 

მსგავსი სიახლეები