ოპოზიციას არჩევნები დეფაქტო წაგებული აქვს - მაჭარაშვილი
ოპოზიციას არჩევნები დეფაქტო წაგებული აქვს, - ამის შესახებ"ხალხი ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საუბრობს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ცენტრს შექმნის ოპოზიცია წინასაარჩევნოდ, რადგან მათ ეს ბრძოლა უკვე წაგებული აქვთ.
მემგონი, მე არ ვგავარ იმ ადამიანს, რომ ფიქრობედს და ღელავედს იმაზე, რამდენ ცენტრს შექმნის ოპოზიცია წინასაარჩევნოდ, იმიტომ, რომ რამდენი ცენტრიც არ უნდა შექმნას ან საერთოდ, არ შექმნას, უკვე დეფაქტო წაგებული აქვს ოპოზიციას. ამას თვითონაც აღიარებენ, სოციალურ ქსელშ გადახედეთ და ნახავთ. ერთმანეთს ლანძღავენ იმაზე, რომ ვინ მოიგონა, ამის გამომოგონებლისო საერთი სიაო და მეოერე ნაწილი ლანძღავს იმას, როგორ ებრძი შენ ამ საერთო სიას წაგება ხომ არ გინდაო. ცენტრი რამდენიც არ უნდა იყოს, წაგებულ არჩევნებს არაფერი ეშველება. ქართული საზოგადოება გადაწყვიტავს, კოალიცია იქნება საჭირო, ერთი პარტია იქნება თუ ორი პარტია იქნება ხელისუფლებაში, - ამბობს მაჭარაშვილი.
საჯარო ონლაინ დებატზე, რომელიც ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ იყო ორგანიზებული, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა როგორც კოალიციურ მთავრობაზე, ასევე საარჩევნო კონფიგურაციებზე ისაუბრეს.
ერთიან სიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ლიდერებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ - ნაწილი ემხრობა ერთიანი სიით გასვლას არჩევნებზე, ნაწილი კი წინააღმდეგია, რადგან თვლიან, რომ ამომრჩევლის ხმა არ უნდა დაიკარგოს და მეტწილად ემხრობიან რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრად ფორმირებას.