აშშ-ს ელჩი "ოცნებას" ტყუილში ამხელს - რუსეთი იცავს

14.06.24 20:08
აშშ-ს ელჩი "ოცნებას" ტყუილში ამხელს - რუსეთი იცავს

 

 

"ქართული ოცნება" ტყუილში ამერიკის ელჩმა ამხილა. ოლიგარქის გუნდისთვის დღევანდელი დღე მძიმედ დაიწყო. რობინ დანიგანმა "ოცნებას" უთხრა, რომ მათ მიერ წამოწყებული კამპანია გლობალური ომის პარტიის შესახებ დეზინფორმაცია და ცრუ პროპაგანდაა. ასეთი მკაცრი ამერიკელი დიპლომატი ჯერ არ ყოფილა. როგორც ჩანს, დანიგანისთვის "ოცნებამ" უკვე ყველა წითელი  ხაზი გადაკვეთა და ელჩიც ხისტ განცხადებებზე გადავიდა.

დიპლომატის მხილებამ "ოცნება" გააბრაზა, მაგრამ უკან მაინც არ იხევენ. ამერიკის ელჩის წინააღმდეგ იერიშზე გადადიან და ამტკიცებენ, რომ ასეთ კრიტიკას არ იმსახურებენ. აკრიტიკებს შტატები და აქებს მოსკოვი. ამერიკის ელჩის მწვავე განცხადების ფონზე, ოლიგარქის გუნდს რუსი პროპაგანდისტების ქება-დიდება წამოეწია. "ოცნებისთვის" მაშველი რგოლი დღეს მედვედევი და ზახაროვა აღმოჩდნენ.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები