"მონის" დაძახების გამო "ოცნების" დეპუტატმა აქტივისტი აცემინა - "ოცნება" ბექა ოდიშარიას დასჯას არ აპირებს
ძალადობაზე გადასული დეპუტატი მანდატს ისევ ინარჩუნებს. ბექა ოდიშარიას დასჯას "ქართული ოცნება" არც კი განიხილავს. სკანდალში ოდიშარია მას შემდეგ გაეხვა, რაც სამოქალაქო აქტივისტმა მას "მონა" დაუძახა. ამის შემდეგ ოლიგარქის რეჟიმის დეპუტატმა ანგარიშსწორება ახალგაზრდაზე დაცვის წევრს და საკუთარ შვილს დაუკვეთა, რომლებმაც ბექა პაპაშვილი ჯერ ძირს დააგდეს და შემდეგ წიხლებით სცემეს.
სასტიკი ანგარიშსწორების გამო დეპუტატი პასუხისმგებლობას საერთოდ ვერ გრძნობს. არც ძალადობას გმობს და არც მომხდარს ნანობს. რუსული კანონის მხარდამჭერი პარლამენტარი ამბობს, რომ ვერ აიტანა "მონის" დაძახება და ახალგაზრდა აქტივისტს საკადრისი პასუხი გასცა. ოდიშარიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, თუმცა "ოცნების" წევრის ძალადობაზე რეაგირება არცერთ უწყებას არ აქვს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.