ფიზიკურის შემდეგ მორალური ტერორი - "ოცნებამ" აქტივისტების გაშავების კამპანიაში მშობლები ჩართო

14.06.24 20:27
ფიზიკურის შემდეგ მორალური ტერორი - "ოცნებამ" აქტივისტების გაშავების კამპანიაში მშობლები ჩართო

 

 

"ქართულმა ოცნებამ" თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების გაშავების კამპანიაში უკვე მშობლები ჩართო. დედებისა და შვილების თაობას ერთმანეთს უპირისპირებენ. ნიკო მანაგაძის მიმართ, რომელიც ჯერ უმოწყალოდ შუაგულ თბილისში სცემეს, ახლა უკვე მორალური ტერორი დაიწყეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ახალგაზრდა აქტივისტი იძულებული გახდა, ვრცელი პოსტი დაეწერა და ეთქვა, რა ფასი უჯდება თავისუფლებისთვის ბრძოლა. 

"ვერ შემაშინებთ, ვერ გამაჩერებთ" - ეს იყო  აქტივისტის  მთავარი გზავნილი. წესით, ახლა ნიკო მანაგაძის ცემის საქმეზე პოლიციას ერთი დაკავებული მაინც უნდა ჰყავდეს, მაგრამ ამის ნაცვლად ბრძოლა მის წინააღმდეგ სხვა მეთოდით დაიწყეს. აქტივისტი, რომელიც ირაკლი კობახიძის პირადი სამიზნე იყო, "ოცნებას" პასუხს უგზავნის. "საქართველო მალე აღარ იქნება რუსეთის ქოლგის ქვეშ და  ბოროტები  ვეღარ მართავენ ჩვენს ქვეყანას" - ამბობს რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები