ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების ტურნე რეგიონებში - "ოცნება" თავს NDI-ს ესხმის
"ქართული ოცნება" ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წინააღმდეგ - ამჯერად ხელისუფლება გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ბრალდებების კასკადი NDI-ს წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ NDI-ს ქალი დეპუტატების რეგიონალურ ტურნეს დააფინანსებს. "ოცნება" ამერიკულ ორგანიზაციას ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ადანაშაულებს.
რეალურად კი "ოცნების" თავისტკივილი ქალის დეპუტატების ინიციატივა გახდა, რომელიც რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს ითვალისწინებს. პოლიტიკოსებმა მოსახლეობას ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე უნდა ესაუბრონ. რუსული კანონის მიმღები ხელისუფლებისთვის კი ეს დიდი პრობლემაა. თავად დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ NDI-ს წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან სხვა მიზნები იყოს და ხელისუფლება არჩევნების წინ სადამკვირვებლო ორგანიზაციის განეიტრალებას გეგმავს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.