"ოცნების" ელიტური შავი სია - ხელისუფლება ბრიუსელის მკაცრი პასუხის მოლოდინშია

14.06.24 20:00
"ოცნების" ელიტური შავი სია - ხელისუფლება ბრიუსელის მკაცრი პასუხის მოლოდინშია

 

 

ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი, გომელაური და კალაძე - "ოცნების" ელიტური შავი სია. ევროკავშირი მოქმედებას იწყებს. პირველად ევროპარლამენტიდან ევროკომისიაში იგზავნება წერილი კონკრეტული გვარებით და დასაბუთებებით, თუ ვინ და რატომ უნდა დასანქცირდეს. ამ მოთხოვნით წერილის ადრესატი  უმაღლესი ევროკომისარი ჯოზეფ ბორელია.  

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, სადაც საქართველოს საკითხი უნდა გადაწყდეს, ეს წერილი მნიშვნელოვანი გზავნილია ბრუსელისთვის. კონკრეტული გვარებით, ვინც მხილებულია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებაში, ძალადობასა და რუსული კანონის მიღებაში. წითელი ხაზები გადაკვეთილია და ახლა "ოცნება" ბრუსელის მკაცრი პასუხის მოლოდინშია. ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევისთვის ოლიგარქის მთავრობას მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები