ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე დამოუკიდებელი საქართველო ვერ იარსებეს, რადგან რუსეთის პოლიტიკა ჩაგვყლაპავს - სამადაშვილი
საქართველოსთვის ევროპული საგარეო კურსის დასაბრუნებლად პარტია "ლელოს" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ერთადერთ ხსნად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ხედავს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რეფერენდუმის არსს განმარტავს და აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილება სწორედ ის მთავარი გასაღებია, რაც ქვეყანას გადაარჩენს.
"ეს არის რეფერენდუმი სუვერენიტეტზე, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ იარსებეს" - აცხადებს სამადაშვილი და იქვე ამატებს, რომ სხვა შემთხვევაში ქვეყანას "რუსეთის პოლიტიკა ჩაყლაპავს".
"ლელოს" წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის გუნდის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველო ბელორუსი და რუსეთის სატელიტი ქვეყანა გახდება.
ეს არის რეფერენდუმი ამ ქვეყნის მომავალზე. ეს არის რეფერენდუმი არა მხოლოდ იმაზე, საერთოდ ევროპული მომავალი ექნება საქართველოს, თუ საბოლოოდ გაფორმდება როგორც ბელორუსის შემთხვევაშია, ოღონდ ბევრად უფრო ღარიბი და ეკონომიკურად სრულიად განადგურებული სახით რუსეთის გაგრძელება, არამედ მე ვფიქრობ, რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტზეა, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე საქართველო, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ იარსებებს, რადგან ჩაგვყლაპავს რუსეთის პოლიტიკა. ნათელი არის მობილიზაცია. ის, ვინც წავა და ხმას მისცემს "ქართულ ოცნებას", ხმას აძლევს რუსეთს, ხმას აძლევს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას, ხმას აძლევს ამ ქვეყნის მომავალს რუსეთში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხმას აძლევს პროევროპულ პოლიტიკურ პარტიას, ხმას მისცეს საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებას და მის ევროპულ მომავალს", - ამბობს სამადაშვილი.