ინდივიდუალური სანქციები, სავიზო რეჟიმის შეჩერება - იოზვიაკის ცნობით, EU-ს ქვეყნებს ვარიანტების ქაღალდი საქართველოსთან მიმართებით უკვე გაეგზავნათ

14.06.24 22:03
ინდივიდუალური სანქციები, სავიზო რეჟიმის შეჩერება - იოზვიაკის ცნობით, EU-ს ქვეყნებს ვარიანტების ქაღალდი საქართველოსთან მიმართებით უკვე გაეგზავნათ

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაეგზავნათ სავარაუდო ზომები, რომლებიც მათ უნდა მიიღონ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება გაუარესდება. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

იოზვიაკის თქმით, საუბარი არა მხოლოდ პერსონალურ სანქციებზე, არამედ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზეა.

ევროინტეგრაციის ვარიანტების ქაღალდი საქართველოს შესახებ გაიგზავნა წევრ ქვეყნებში:

მოკლევადიანი ზომები: დაფინანსების შეჩერება, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება.

სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტისთვის, შემცირდება სამხედრო დახმარება/მხარდაჭერა.

მნიშვნელოვანი გაუარესება: სავიზო რეჟიმის შეჩერება, ევროინტეგრაციის შეჩერება" - წერს იოზვიაკი.

მსგავსი სიახლეები