ვხედავთ, რომ გვიპირისპირდება საშინელი ძალა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ ვიცით, რომ მის უკან რუსული ინტერესებია - კორძაია
თამარ კორძაია "ქართულ ოცნებას" კრემლის ნარატივების გატარებაში ადანაშაულებს - საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი "პოლიტიკური ამბების" ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდი ოკუპანტი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
კორძაია პირდაპირ ამბობს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ოლიგარქმა ძალაუფლება უნდა დაკარგოს, ამიტომ დეპუტატი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა დროულად შესთავაზონ.
ჩვენ ვხედავთ, რომ გვიპირისპირდება საშინელი ძალა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ ვიცით, რომ მის უკან რუსეთი და რუსული ინტერესებია. ჩვენ ათჯერ მეტი ძალისხმევა გვმართებს იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ. მოქალაქეებს ბუნებრივია აინტერესებთ, ვის უნდა მისცენ ხმა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს. მგონია, რომ ოპოზიცია საკმაოდ ვაგვიანებთ ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მთავარია ახლა ვაჩვენოთ, თუ ვინ ვდგავართ ერთად და ვის უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმამ. მე მოლაპარაკებების პროცესში არ ვმონაწილეობ, პოლიტიკური პარტიები არიან ამ პროცესში ჩართული", - ამბობს კორძაია.