"აქტივისტების დევნა დაუფასეს"- გომელაურმა გოგა მემანიშვილი დააწინაურა
მთაწმინდის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელი, გოგა მემანიშვილი, რომელიც აქციებზე აქტივისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, გომელაურმა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნა.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სწორედ მემანიშვილია ის პოლიციელი, რომელმაც ძალადობრივი აქციისას სამოქალაქო აქტივისტები ვერ დაიცვა, მეტიც, მათი თქმით, პოლიციის მაღალჩინოსანი აქციებზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ბრძანებას გასცემდა.
ის ასევე ფიგურირებს 5 ივლისს ,,სირცხვილიას" ოფისის დარბევის ეპიზოდში და როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, სწორედ მემანიშვილია პირი, ვინც მოძალადეებს დანაშაულში ხელი არ შეუშალა.
გოგა მემანიშვილს აქტივისტების დევნაში გაწეული ღვაწლი დაუფასდა და დააწინაურეს თბილისის საპატრულოს უფროსის მოადგილედ.
წინასაარჩევნო პერიოდი და სამოქალაქო პროტესტი კიდევ უფრო რეპრესიულ გარემოში ჩაივლის. მეტი უკანონოდ დაკავებული და დაჯარიმებული აქტივისტითა და დაზარალებული დემონსტრანტებით.
ეს ის გოგაა, მე და მაქარაშვილს ხელები რომ მოგვტეხა და ადამიანების თავისუფლებით რომ გვევაჭრებოდა-დაიშალეთ და გამოვუშვებთო"- წერს სამოქალაქო აქტივისტი, ნიკუშა ფარულავა.