ახლა მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, გავაგრძელებთ ევროინტეგრაციას, თუ ვიქნებით რუსულ-ჩინურ ორბიტაზე მოძრავი ტერიტორია - ლომჯარია
"ახლა მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, გავაგრძელებთ ევროინტეგრაციას, თუ ვიქნებით რუსულ-ჩინურ-ირანულ ორბიტაზე მოძრავი ტერიტორია" - ამის შესახებ განცხადება ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გააკეთა.
პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებლის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმათა უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, რადგან როგორც ყოფილი ომბუდსმენი ამბობს, ივანიშვილის გუნდმა წინასაარჩევნოდ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალაუფლება დაკარგოს.
დამოუკიდებლობის რეფერენდუმი რომ იყო, მსგავსი შინაარსის კითხვა იქნება ამ არჩევნებზე დასმული. ეს არ იქნება არჩევნები პოლიტიკური პრეფერენციების, პარტიებს შორის კონკურენციის. ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი ჩვენ დავრჩებით და ვიქნებით ევროპის ნაწილი, თუ ვიქნებით რუსეთის ორბიტის და რუსულ-ჩინურ-ირანულ ორბიტაზე მოძრავი ტერიტორია. "ოცნება" აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ დიდი ზიანი მიიღოს. არ ვიცი, რა შეიძლება გაეკეთებინა ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძალას იმაზე უარესი, რასაც დღეს "ოცნება" აკეთებს იმისთვის, რომ ყველაფერი ჰქონდეს გარანტირებული, რომ დანამდვილებით წააგოს არჩევნები", - ამბობს ლომჯარია.