რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ? - "რადიო თავისუფლებამ" ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა
რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ? - "რადიო თავისუფლებამ" ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა.
რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი რუსული კანონის მიღების და ხალხის დევნის საპასუხოდ.
დოკუმენტის მიხედვით:
- 1. შეწყდება უმაღლესი დონის მოლაპარაკევები საქართველოს ხელისუფლებასთნ
- 2. შეწყდება ფინანსური დახმარება სამთავრობო უწყებებისთვის
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, რა იქნება შემდეგ? საქართველოს ხელისუფლების წარმომამდგენლებისთვის გაუქმდება უვიზო რეჟიმი. ანუ ხალხი ევროპაში ჩვეულებრივად უვიზოდ ივლის, ოცნების ჩინოვნიკებს, მინისტრებს ,დეპუტატებს და დიპლომატებს კი ვიზების რიგში დგომა მოუწევთ, სანქციები დაუწესდებათ იმ ხალხს, ვინც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში.
- • წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ;
- • შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში;
- მათ შორის, პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება;
- • ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება;
- • საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.
დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.
საბოოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირიი საგარეო საქმეთა მინისტრები 2 ივნისს ხოოლო ლიდერები 27-28 ივნისს მიიღებენ