"გვითხრეს, საუკეთესო ფეხბურთელები ხართო" - პატარა ქართველ იუვენტუსელებს მაკდონალდსი მასპინძლობს
ქართველი იუვენტუსელები თბილისში არიან. წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელები საქართველოში სრული გამარჯვებით დაბრუნდნენ. დამწყებმა ფეხბურთელებმა აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის ფავორიტის წოდებაა მიიღეს და მეექვსე ადგილი დაიკავეს. ლონოდნის, ლოს-ანჟელესისა და პოლონეთის გუნდებს, ქართველმა იუვენტუსელებმა სამივე მატჩში მოუგეს და ქულების მაქსიმუმით ოქროს ჯგუფში მოხვდნენ.
თბილისში დაბრუნებულ მოზარდებს ახლა მაკკდონალდსი მასპინძლობს. ქართველ ფეხბურთელებს წარმატებას ულოცავენ მამუკა ხაზარაძე და თემურ ჭყონია.
გავედით 80 ქვეყნიდან მეექვსე ადგილზე, ვითამაშეთ 7 მატჩი, 4 მოვიგეთ. უმეტესად ძლიერები გვხვდებოდნენ. გვითხრეს, საუკეთესო ფეხბურთელები ხართ, უფრო მეტი შეგიძლიათო. მომავალ წელს გელოდებითო", - ამბობს პატარა იუვენტუსელი.